რეგიონში პირველად, თსუ-ს ორმა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამამ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო.
ელექტრონული სწავლების პორტალი Moodle თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიყენება 2009 წლიდან. პროგრამა წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებად სასწავლო პლატფორმას, რომლის საშუალებით სწავლების პროცესი უფრო მოქნილი და საინტერესო ხდება.